მოგზაურობა აფრიკაში
ტრენინგის რეფლექსია
ტრენინგის საშუალებით ვისწავლე: პროექტებით სწავლება, სასწავლო პროექტის დაგეგმვა, სასწავლო ნიმუშების შექმნა, კავშირები, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის, სასწავლო პროექტების პორთფოლიოს ჩვენება.
ტრენინგის დროს ვისწავლე ინტელის პროექტების შექმნა, შევქმენი მასწავლებლის ბროშურა,შევიმუშავე შეფასების სისტემა, მოვამზადე საპრეზენტაციო ფორმები და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროექტების შექმნაში, პროექტებით სწავლება აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, რაც მათი წარმატების საწინდარი იქნება.
მადლობას ვუხდი ტრენერ ბატონ ავთო ცნობილაძეს ესოდენ საინტერესო ტრენინგების წარმართვისათვის, რთული მასალების ჩვენთვის გასაგებად მოწოდებისათვის.
წარმატებას ვუსურვებ ტრენერს და ყველა მონაწილეს ყველგან და ყოველთვის.
გმადლობთ....
Monday, July 11, 2016
Friday, July 8, 2016
ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე
ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება --პროექტის ფარგლებში მოსწავლის პრეზენტაცია.შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები,
სასწავლო მასალაში წავიკითხეთ მეხუთე მოდული.ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე, რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები..შევქმენი ჩემს პროექტში გამოსაყენებელი მეთოდის "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" რუბრიკა
ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება --პროექტის ფარგლებში მოსწავლის პრეზენტაცია.შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები,
სასწავლო მასალაში წავიკითხეთ მეხუთე მოდული.ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე, რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები..შევქმენი ჩემს პროექტში გამოსაყენებელი მეთოდის "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" რუბრიკა
Tuesday, July 5, 2016
Monday, July 4, 2016
ინტელის ტრენინგის
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის
მე-6
დღეს
შევისწავლეთ
ბლოგზე
პრეზენტაციის
ატვირთვა
და
ბლოგში პრეზენტაციის ჩაშენება. განვახორციელეთ
რამდენიმე
პრაქტიკული
დავალება.
ასევე
შევისწავლეთ
youtube.com-დან ვიდეოს
ატვირთვა.
ბლოგზე
ჩანართების
ჩართვა.
მოსწავლეთა
მიერ სასწავლო ნიმუშების შექმნა.
Friday, July 1, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს შევისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური წყაროების მოდელირება და სწავლება.
შევისწავლეთ ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის, ასევე განვიხილეთ ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან ელფოსტის, ონლაინჩეტის, ონლაინგამოკითხვისა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ და ინტერნეტზარებზე. შევასრულეთ დავალება, შევქმენით სარეგისტრაციო ონლაინ ფორმა და გაუგზავნეთ ერთმანეთს.
Subscribe to:
Posts (Atom)