Monday, July 11, 2016

ინტელის პროექტი

მოგზაურობა აფრიკაში


                            ტრენინგის რეფლექსია

       ტრენინგის საშუალებით ვისწავლე: პროექტებით სწავლება, სასწავლო პროექტის დაგეგმვა, სასწავლო ნიმუშების შექმნა, კავშირები, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა  მოსწავლეთა წარმატებისათვის, სასწავლო პროექტების პორთფოლიოს ჩვენება.
        ტრენინგის დროს ვისწავლე ინტელის პროექტების შექმნა, შევქმენი მასწავლებლის ბროშურა,შევიმუშავე შეფასების სისტემა, მოვამზადე საპრეზენტაციო ფორმები და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
         მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროექტების შექმნაში, პროექტებით სწავლება აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, რაც მათი წარმატების საწინდარი იქნება.

     მადლობას ვუხდი ტრენერ ბატონ ავთო ცნობილაძეს ესოდენ საინტერესო ტრენინგების წარმართვისათვის, რთული მასალების ჩვენთვის გასაგებად მოწოდებისათვის.
   წარმატებას ვუსურვებ ტრენერს  და ყველა მონაწილეს ყველგან და ყოველთვის. 
             გმადლობთ....

Friday, July 8, 2016

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

                                         ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე
     ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება --პროექტის ფარგლებში მოსწავლის  პრეზენტაცია.შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები,
   სასწავლო მასალაში წავიკითხეთ მეხუთე მოდული.ვისაუბრეთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდზე, რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები..შევქმენი ჩემს პროექტში გამოსაყენებელი მეთოდის "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" რუბრიკა

Monday, July 4, 2016

თეთრი ვარდები, შენთვის ვაგროვე..


                ინტელის ტრენინგის  მეექვსე  დღის რეფლექსია
   ტრენინგის მე-6 დღეს შევისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა და ბლოგში  პრეზენტაციის ჩაშენება. განვახორციელეთ რამდენიმე პრაქტიკული დავალება.
   ასევე შევისწავლეთ youtube.com-დან  ვიდეოს ატვირთვა.
   ბლოგზე ჩანართების ჩართვა.

   მოსწავლეთა მიერ  სასწავლო ნიმუშების შექმნა.

 
იგავი "ორი ძმა"
მე-6 კლასის გაკვეთილის  პრეზენტაცია

Friday, July 1, 2016

      ტრენინგის მეხუთე დღე



ტრენინგის მეხუთე დღეს შევისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური წყაროების მოდელირება და სწავლება.
   შევისწავლეთ ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის, ასევე განვიხილეთ ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან ელფოსტის, ონლაინჩეტის, ონლაინგამოკითხვისა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ და ინტერნეტზარებზე. შევასრულეთ დავალება, შევქმენით სარეგისტრაციო ონლაინ ფორმა და გაუგზავნეთ ერთმანეთს.

Wednesday, June 29, 2016

            ტრენინგის მეოთხე დღე
     ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ სეფასების სხვადასხვა მეთოდი. განმმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მეთოდები. წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. 
    გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ. განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს  პროექტს.          გავეცანით  რესურსებში არსებულ პრეზენტაციების ნიმუშებს. ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის  ფორმის შექმნაზე

Saturday, June 25, 2016

ინტელის ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

   ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ტრენერს, წარვადგინეთ საკუთარი თავი. გავეცანით ტრენინგის მიზნებსა და ამოცანებს. ყურადღება გამახვილდა პროექტის, როგორც  ელექტრონულ ფორმატში შესრულებული სასწავლო რესურსის მნიშვნელობაზე.
პირველ სამუშაო დღეს გავეცანით პროექტის გეგმას, ვნახეთ ინტელის მიერ მომზადებული ვიდეოფაილი. ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის მიზნით შევქმენით საქაღალდე. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს და 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს. ამის შემდეგ ინტელის სახელმძღვანელოდან გადმოვიტანეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და შევინახეთ შეფასებების საქაღალდეში. გავეცანით პროექტის გეგმას და შესაბამისად შევინახეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. ასევე მოხდა პორტფოლიოს რუბრიკის გაცნობა და შემდეგ გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.  
ინტელის ტრენინგის მეორე დღეს გავაკეთეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსია. გავეცანით გამოცემის ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება პროექტის განხორციელების საწყი. შემდეგ გავეცანით ბროშურების და გაზეთების შაბლონებს, როგორც Word-ში, ასევე Intel-ის სახელმძღვანელოში. მოვამზადეთ ბუკლეტი ჩვენ მიერ არჩეულ საპროექტო თემაზე და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. დავწერეთ ორი სამუშაო დღის რეფლექსია და გამოვაქვეყნეთ

სასწავლო რესურსი "მუხის ჩრდილქვეშ"

Sunday, January 17, 2016

#
საჭიროება



აქტივობა
პერიოდი
აქტივობის განხორციელების  ინდიკატორი
შენიშვნა
1
 მოსწავლის ასაკობრივ-ემოციური და სოციალური ხასიათების ეფექტური ფლობა.
 შესაფერისი მოდულის ტრენინგის გავლა.


მარტი
2016 წელი
ასაკობრივ-ფსიქოლოგიური მახასიათებლების ღრმად გაცნობა. ტრენინგისა და კოლეგების უკუკავშირი.

მშობლებთან შეხვედრა.


აპრილი
2016 წელი
 სხვათა გამოცდილების გაზიარებაა.


მარტი-აპრილი 2016 წელი
2
მოსწავლის  ინდივიდუალური საჭიროებების  გათვალისწინების სტრატეგიის ფლობა. 
 სათანადო  ბეჭდური თუ ინტერნეტრესურსების ლიტარატურის გაცნობა.


თებერვალი
2016 წელი
თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური განსხვავებულობის განსაზღვრა-უკუკავშირი.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  შედგენა-ანალიზი.


აპრილი
2016 წელი
საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის გაკეთება-ანალიზი.


მაისი
2016 წელი
3
 სწავლებისას მნიშვნელოვან ეტაპებად დაყოფის,  მის საფუძველზე მისაღწევი შედეგისა და სხვადასხვა სახის განმავითარებელი შეფასების მორგების ტექნიკის გაუმჯობესება.
სათანადო პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების  გაცნობა.


თებერვალი
2016 წელი
სწავლის  პროცესში  მნიშვნელოვანი ეტაპების გამოყოფა, შესაფერისი განმავითარებელი შეფასების გამოყენება-უკუკავშირი; თვითშეფასების ცხრილი;
გაკვეთილის გეგმა.

სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა.

მარტი
2016 წელი
მენტორობა / ქოუჩინგი
მარტი-აპრილი
2016 წელი