Saturday, June 25, 2016

ინტელის ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

   ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ტრენერს, წარვადგინეთ საკუთარი თავი. გავეცანით ტრენინგის მიზნებსა და ამოცანებს. ყურადღება გამახვილდა პროექტის, როგორც  ელექტრონულ ფორმატში შესრულებული სასწავლო რესურსის მნიშვნელობაზე.
პირველ სამუშაო დღეს გავეცანით პროექტის გეგმას, ვნახეთ ინტელის მიერ მომზადებული ვიდეოფაილი. ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის მიზნით შევქმენით საქაღალდე. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს და 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს. ამის შემდეგ ინტელის სახელმძღვანელოდან გადმოვიტანეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და შევინახეთ შეფასებების საქაღალდეში. გავეცანით პროექტის გეგმას და შესაბამისად შევინახეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. ასევე მოხდა პორტფოლიოს რუბრიკის გაცნობა და შემდეგ გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.  
ინტელის ტრენინგის მეორე დღეს გავაკეთეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსია. გავეცანით გამოცემის ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება პროექტის განხორციელების საწყი. შემდეგ გავეცანით ბროშურების და გაზეთების შაბლონებს, როგორც Word-ში, ასევე Intel-ის სახელმძღვანელოში. მოვამზადეთ ბუკლეტი ჩვენ მიერ არჩეულ საპროექტო თემაზე და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. დავწერეთ ორი სამუშაო დღის რეფლექსია და გამოვაქვეყნეთ

No comments:

Post a Comment